1. რა ინფორმაციას ვაგროვებთ
ჩვენ ვაგროვებთ მხოლოდ იმ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია სერვისის მისაწოდებლად. ეს მოიცავს თქვენს სახელს, ელ-ფოსტას, ტელეფონის ნომერს და მიწოდების მისამართს (წიგნების შეკვეთისას).
2. როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს
თქვენი მონაცემები გამოიყენება მხოლოდ შეკვეთის დასამუშავებლად, პროდუქტის მოსაწოდებლად და თქვენთან დასაკავშირებლად. ჩვენ არ გადავცემთ თქვენს პირად ინფორმაციას მესამე პირებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და მიწოდების სერვისებისა (კურიერი).
3. გადახდის უსაფრთხოება
აპლიკაციაში გადახდები სრულდება პარტნიორი ბანკის (TBC Bank) დაცული პლატფორმის მეშვეობით. ჩვენ არ ვინახავთ და არ გვაქვს წვდომა თქვენი საბანკო ბარათის დეტალებზე.
4. თქვენი უფლებები
თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოითხოვოთ თქვენი მონაცემების წაშლა ჩვენი ბაზიდან. ამისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ჩვენს ოფიციალურ ელ-ფოსტაზე: fundofgeorgiannotes@gmail.com.